მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩირინა“ წელიწადში 50 ათას ტონა ადგილობრივ მარცვლეულს იბარებს

ჩირინა

ვერტიკალურად ინტეგრირებული მეურნეობა „ჩირინას“ მარცვლეულის სასაწყობე მეურნეობა წელიწადში ადგილობრივი ფერმერებისგან 50 000 ტონა მარცვლეულს იბარებს. ამის შესახებ გადაცემა #რედაქტ2-ში კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ჩაბარებულ აგროპროდუქტს წარმოება სრულად მოიხმარს.

„მარცვლეულს - სიმინდსა და ხორბალს მთელი საქართველოდან ვიბარებთ, როგორც კახეთიდან, ისე სამეგრელოდან და ქვემო ქართლიდან. ადგილობრივი ფერმერებიდან მიღებული მოსავალი დაახლოებით 50 000 ტონას აღწევს. ჩვენ ქათმის საკვებად ძირითადად სიმინდს ვიყენებთ და ჩაბარებულ მარცვლეულს სრულად ჩვენ ვიყენებთ. რადგან 22 000 ტონა ქათმის ხორცის წარმოებისთვის, ორჯერ მეტი საკვებია საჭირო.

ჩვენ რომ მუშაობა დავიწყეთ 2011-2012 წლებში ქვეყანაში ძალიან ცოტა მარცვლეული იყო, თუმცა ვითარება გაუმჯობესდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ სიმინდის მოსავლიანობა სართიჭალასა და საგარეჯოში 1 ჰა-ზე 12-14 ტონას, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ხოლო ხორბალი 1 ჰა-ზე 5-6 ტონაა. მემარცვლეობა სართიჭალაში სწორედ ჩვენი წარმოების გახსნის შედეგად განვითარდა“, - ამბობს რევაზ ვაშაკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები