მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩირინას“ დირექტორის მოადგილე: „პრაქტიკულად, უწყვეტი რეჟიმით გავაგრძელეთ წარმოება“

5ee25e202734d
ნუცა ბაზლიძე
11.06.20 23:40
1182
კომპანია „ჩირინას“ დირექტორის მოადგილე ქეთევან ვაშაკიძემ გადაცემა #ქალებისნარატივში კომპანიის ფუნქციონირებაზე კორონავირუსის გავლენა შეაფასა და აღნიშნა, რომ პანდემიის ფონზე არსებული გაურკვევლობა სირთულეს ქმნიდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „ჩირინა“ პირველადი წარმოების პროდუქციას აწარმოებს, მუშაობა გაგრძელდა.

„ჩვენ, ამ პერიოდშიც, პრაქტიკულად, უწყვეტი რეჟიმით გავაგრძელეთ წარმოება“ - აღნიშნავს ქეთევან ვაშაკიძე და დასძენს, რომ ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა მათი მუშაობის ყოველდღიურობას შეადგენს.
ამასთან, როგორც ქეთევან ვაშაკიძე აღნიშნავს, გარკვეულ ეტაპზე, თანამშრომელთა გადაადგილება წარმოადგენდა გამოწვევას, რა მხრივაც ადაპტირების საშუალებას საშვები წარმოადგენდა.

თემაზე საუბრისას, ქეთევან ვაშაკიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსის ფონზე, რეალიზაციის თვალსაზრისით, მათ გამოაკლდათ ჰორეკა სექტორი, ასევე გავლენა იქონია მოკლე სამუშაო გრაფიკის მიმართულებამაც, თუმცა, საბოლოოდ, როგორც თავად აღნიშნავს, რეალიზაცია ფაქტობრივად იმავე რაოდენობით შენარჩუნდა.

„ყოველთვიურად, აპრილსა და მაისში, ფასის შენარჩუნებისთვის, ჩვენ დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით დავასუბსიდირეთ ფასი, იმისთვის რომ მომხმარებლებისათვის ფასი არ გაზრდილიყო“, - დასძენს „ჩირინას“ დირექტორის მოადგილე საფასო პოლიტიკასა და ლარის გაუფასურების ასპექტებზე საუბრისას.

ამასთან, როგორც ქეთევან ვაშაკიძე განმარტავს, ამ პერიოდში, ადაპტაციისთვის ხელსაყრელი გარემოება ჯიხურების არსებობა აღმოჩნდა, ვინაიდან, ის იძლევა დისტანციის მეტად დაცვის საშუალებას, ადამიანები კი რიგში ღია სივრცეში ხვდებიან.

„გვაქვს მაღაზიები და ჯიხურები; აქტიურად ვმუშაობდით ჯიხურების მაღაზიით ჩანაცვლებაზე, თუმცა ამ პერიოდმა გვიჩვენა, რომ ჯიხურები საკმაოდ კარგი სარეალიზაციო შესაძლებლობაა“, - აღნიშნავს ქეთევან ვაშაკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები