მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჭკვიანი კამერით დაჯარიმებული ავტომობილისთვის პირველი ჯარიმიდან მეორემდე ვადა შემცირდება“ - "გრინვეი"

61cb51b488d94
თათია ჩაფიჩაძე
28.12.21 22:00
3746
„გრინვეის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ებიტაშვილის ინფორმაციით, 2022 წლიდან შესაბამისი დარგობრივი უწყებები ტექდათვალიერების მიმართულებით არსებულ საჯარიმო პერიოდის ვადებს 30-დან 10 დღემდე შეამცირებენ. დაგეგმილია ფულადი სანქციების ზრდაც.

როგორც BM.GE-თან ებიტაშვილმა განაცხადა, ინდუსტრიამ მიიღო დაპირება ე.წ. ჭკვიანი კამერების გამართულ მუშაობაზეც, რაც გზებზე გაუმართავი ავტომობილების გადაადგილებას შეამცირებს.

„თუ ადმინისტრირება არ არის გამართული, მას ყველგან ახლავს ხარვეზები. სამწუხაროდ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ე.წ. ჭკვიანი კამერების მეშვეობით დაჯარიმებული ავტომობილის ვადა პირველი ჯარიმიდან მეორე ჯარიმამდე, 30-დღიანია. შსს-ს ახალი საკანონდებლო ინიციატივით, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტში უკვე წარდგენილი იქნება საგაზაფხულო სესიაზე, ეს ვადა შემცირდება 10 დღემდე, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. არაადეკვატური სანქციებიც და ჩვენი ინფორმაციით, ამ მხრივაც მიდის მუშაობა. ასევე ტექნიკური ხარვეზების გამო გამართულად არ მუშაობდა ჭკვიანი კამერები და 2022 წლის იანვრიდან ამ კამერების მოვლა-პატრონობაზე შესაბამისი მხარეები უფრო მეტად იმუშავებენ. მზაობა გვაქვს და იმედია რომ კომპლექსურად ამ ყველაფრის მოგვარება ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს.

პრიორიტეტებშია ის, რომ სახელმწიფოს გააჩნდეს ერთიანი სტრატეგიული ხედვა ამ რეფორმასთან დაკავშირებით, ეს მნიშვნელოვანი რუკა იქნება ინდუსტრიისთვის, რომელიც გაწერს თუ სად ვართ დღეს და სად უნდა ვიყოთ 7-10 წლის მერე. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს დოკუმენტი შედგეს და თუნდაც გზებზე ფატალური შედეგების თვალსაზრისით კონკრეტული ამოცანა გვქონდეს, როგორ უნდა გავანახევროთ გზებზე ავარიების შედეგად სიკვდილიანობის შემთხვევები", - განაცხადა ვახტანგ ებიტაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები