მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზის მეორე მონაკვეთი 2025 წელს გაიხსნება

მაგისტრალი გზა ხიდი

აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის 6.4-კილომეტრიანი მონაკვეთი 2025 წელს გაიხსნება - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში BMG-ის განუცხადეს.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობის ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბერში გაფორმდა და ის 4 წელში უნდა დასრულებულიყო. გზის მშენებლობას 265 მილიონი ლარით მსოფლიო ბანკი აფინანსებს, ხოლო მისი კონტრაქტორი ჩინური კორპორაცია “სინოჰიდრო” აშენებს.

ზემო ოსიაური ჩუმათელეთის გზის მშენებლობისთვის თავდაპირველად კონტრაქტი 2017 წელს კომპანია Astaldi-სთან გაფორმდა, თუმცა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მთავრობამ მასთან სამართლებრივი დავა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები