მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდ. კორეამ ბირთვული იარაღით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი წარადგინა

გემი

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ბირთვული იარაღით აღჭურვილი პირველი წყალქვეშა ნავი წარადგინა, რომელიც ღია ზღვაში უახლოეს მომავალში უნდა გაეშვას.

ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის განცხადებით, წყალქვეშა ნავი უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი და ის ჩრდილოეთ კორეის უმძლავრესი იარაღი იქნება, რომელსაც იერიშის მიტანა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლება.

ექსპერტების შეფასებით, წყალქვეშა ნავი საბჭოთა კავშირის დროინდელია, რომელიც ჩრდილოეთ კორეამ ჩინეთისგან 1970-იან წლებში შეიძინა. მას შემდეგ ხომალდი მოდერნიზაციას გადიოდა და ის თანამედროვე ტექნოლოგიებითაც აღიჭურვა, თუმცა ეს მას საშიშ სამხედრო ძალად მაინც ვერ აქცევს, რადგან ეს ხომალდი ამჟამად არქაულ საბრძოლო აპარატად ითვლება.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები