მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა ჩრდ. კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა

პუტინი

ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა.

დოკუმენტზე შეთანხმება, ორი ქვეყნის ლიდერს შორის 2024 წლის 19 ივნისს, პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს მოხდა.

შეთანხმება მოიცავს ორმხრივ თავდაცვის დებულებას - ორივე მხარე ვალდებულია დაეხმაროს მეორეს შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში.

შეთანხმების ფარგლებში რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა უსაფრთხოების, ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, მეცნიერების, ტექნოლოგიების, სოფის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვის, სპორტის, კულტურის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და კატასტროფების პრევენციისა და დახმარების სფეროებში ითანამშრომლებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები