მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩრდილოეთ ირლანდიაში რეკორდულად წვიმიანი ივლისი დაფიქსირდა

ჩრდ. ირლანდიის წვიმა

მაშინ, როცა ევროპის კონტინენტი მუდმივ გვალვასა და სიცხის ტალღებს ებრძვის, ჩრდილოეთ ირლანდიაში 1836 წლიდან დღემდე რეკორდულად წვიმიანი ივლისი დადგა.

გაერთიანებული სამეფოს მეტეოროლოგიური ოფისის ინფორმაციით, ირლანდიაში საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტი წვიმა მოვიდა და რეკორდული, 185.4 მმ-იანი ნალექი დაფიქსირდა. 2023 წლამდე რეკორდული ივლისი 1936 წელს დადგა, როდესაც ნალექის დონემ 185.2 მმ შეადგინა.

როგორც მთლიანად ქვეყანაში, წვიმიანობის რეკორდული მაჩვენებელი სხვადასხვა სადგურშიც დაფიქსირდა. მაგალითად, ტაირონის საგრაფოში ნალექის დონე 2.5-ჯერ აღემატება ივლისის თვის საშუალო მოსალოდნელ მაჩვენებელს. რა თქმა უნდა, უხვ ნალექს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია, ჩრ. ირლანდიაში ტაირონის საგრაფოს, ხოლო ირლანდიის რესპუბლიკაში -  დონეგალის საგრაფოს  რამდენიმე ქალაქი დაიტბორა. 

რაც შეეხება ირლანდიის რესპუბლიკას (გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებელ ტერიტორია), ივლისი მისთვისაც რეკორდული იყო - 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით წელს ქვეყანაში 4-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა. 

ირლანდიას ზაფხულთან ერთად ყველაზე წვიმიანი ოქტომბერი და მარტიც ჰქონდა. რაც კითხვებს აჩენს: როგორ ხდება, რომ ირლანდიაში უხვი ნალექი მოდის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ქვეყნები კი რეკორდებს ყველაზე ცხელი ტემპერატურით ხსნიან? აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა, რომელიც პერიოდულად იჩენს თავს და მისი განსაზღვრა მხოლოდ ერთი ქვეყნისა და თვის მონაცემებით შეუძლებელია.