მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ემუქრება - სანქციების მწვავე რეაქცია

სანქციები
BM. GE
06.11.25 23:00
792

ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების პაკეტი მწვავედ დაგმო. ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, ეს ნაბიჯი მტრულია და ჩრდილოეთ კორეის მიმართ “ანტაგონისტურ” დამოკიდებულებას გააჩენს.

რაც შეეხება კონკრეტულად სანქციებს, საუბარია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ რვა პირისა და ორი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვებზე. ვაშინგტონში განმარტავენ, რომ აღნიშნული პირები მონაწილეობდნენ ფულის გათეთრების სქემაში. სქემის მიზანს კიბერდანაშაულის მეშვეობით ბირთვული პროგრამისთვის თანხების მოზიდვა წარმოადგენდა.

ფხენიანში განაცხადეს, რომ მათი რეაქცია “სათანადო” იქნება. ასევე დასძინეს, რომ აშშ-ის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ მას “კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიმართ მტრული დამოკიდებულება აქვს” და რომ სანქციები “ვერ შეცვლის [ჩრდილოეთ კორეის] სტრატეგიულ პოზიციას.” აღნიშნული განცხადება აშშ-ის საკითხებში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიმ უნ ჩოლმა გააკეთა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები