ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლების განცხადებით, ახალი შორი მანძილის მოქმედების საკრუიზო რაკეტების გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ტესტი ორშაბათს დილით მოხდა. როგორც ისინი აცხადებენ, ახალი სისტემები "დიდი მნიშვნელობის სტრატეგიული იარაღებია." როგორც სამთავრობო მედია განმარტავს, რაკეტებმა ორი საათის განმავლობაში იფრინეს და 1,500 კმ-ის მოშორებით მყოფი სამიზნე გაანადგურეს. ყოველივე ეს ხაზს უსვამს ქვეყნის გაზრდილს ბირთვული შესაძლებლობებს. ცნობისათვის, საკრუიზო სარაკეტო სისტემებს ბალისტიკურ რაკეტებთან შედარებით უფრო დაბალ სიმაღლეზე ფრენა შეუძლიათ, რაც მათ ამოცნობას ართულებს.
რეგიონულმა სამოკავშირეო ძალებმა, იაპონიისა და სამხრეთ კორეის სახით განაცხადებს, რომ აშშ-ის ჩართულობით სიტუაციის ახლო მონიტორინგი მიმდინარეობს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ჩრდ. კორეის გაზრდილი სამხედრო შესაძლებლობები გაზრდის წნეხს ოფიციალურ ვაშინგტონზე, რომ ოფიციალურ ფხენიანთან მოლაპარაკებები განაახლოს.




























