ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საკუთარ Facebook გვერდზე გამომწერებს საახალწლოდ და საშობაოდ ჩურჩხელას გასინჯვის რეკომენდაციას აძლევს.
“ქართული ჯანსაღი ტკბილეული ყურძნის წვენის, ნიგვზის/თხილის და ფქვილისგან მზადდება და ის ახალი წლისა და საშობაო სუფრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, მას მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა ბაზარსა თუ დახლზე იპოვით,”- წერს EBRD.
როგორც EBRD აღნიშნავს, ისინი დაეხმარნენ ქართული ჩურჩხელის ბაზრის ლიდერს, “ბადაგს” ბიზნესის განვითარებაში, რაც ბანკის ექსპერტის ჩართულობას გულისხმობდა. ამ დახმარების საფუძველზე კომპანიამ წარმოების ხაზის განვითარება, ახალი კადრების აყვანა და ახალი ფილიალების გახსნა შეძლო.
კომპანიას აქვს ოთხი მაღაზია თბილისსა და ბათუმში, ამასთანავე, კომპანიის მიერ წარმოებული ჩურჩხელების რეალიზაცია ხდება “ვენდის” და “დანკინის” ქართულ ქსელში.