მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ არ დაველოდეთ რეგლამენტის ამოქმედებას", - "ჭიტას" მარკეტინგის მენეჯერი

5e2569e3f02e0
ვიქტორია მღებრიშვილი
20.01.20 22:40
1524
„ჩვენ არ დაველოდეთ ამ რეგლამენტის ამოქმედებას და უკვე ერთი წელია რაც ქართულენოვანი ანოტაცია ჩვენს თითოეულ პროდუქციაზე არის დატანილი“, - ამის შესახებ BM.GE-ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერმა თამარ წითელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიისთვის პრიორიტეტულია რომ მათი მომხმარებელი ხელმისაწვდომ ფასად იღებდეს ხარისხიან პროდუქტს და ამის შესახებ ინფორმაციას ფლობდეს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქსელში წარმოდგენილი პროდუქცია აკმაყოფილებდეს ევროპულ ხარისხის სტანდარტებს, სწორედ ამიტომ უკვე რამდენიმე წელია ჩვენი პროდუქცია ოფიციალურად გადის ლაბორატორიულ ტესტირებას და თითოეულ პროდუქტზე ევროპული ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატია დატანილი. დაახლოებით ერთი წელია რაც ახალ რეგლამენტზეა საუბარი და ჩვენი კომპანია შეიძლება ითქვას ამ კუთხით უკვე მზად იყო.

რაც შეეხება ახალი რეგლამენტით განსაზღვრულ ქართულენოვან ანოტაციას, ჩვენ არ დაველოდეთ ამ რეგლამენტის ამოქმედებას და უკვე ერთი წელია რაც ქართულენოვანი ანოტაცია ჩვენს თითოეულ პროდუქციაზე არის დატანილი, რაც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, ასაკობრივი ზღვარის შესახებ, რაიმე გაფრთხილების, იმპორტიორისა და შემკვეთის შესახებ ინფორმაციას.

ახალი რეგლამენტის და ახალი რეგულაციების და კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მთავრობასთან და სხვა კერძო კომპანიებთან ერთად „ჭიტაც“ აქტიურად იღებდა მონაწილებას, რადგანაც ჩვენთვისაც პრიორიტეტია ჩვენს ყველა მაღაზიაში შემოსული მომხმარებელი დარწმუნებელი იყოს რომ ხარისხიან პროდუქციას ყიდულობს“, - განაცხადა თამარ წითელაშვილმა.

BM.GE-ს კითხვაზე ანოტაციის დართვამ პროდუქტზე რამდენად გაზარდა კომპანიის ხარჯები, „ჭიტას“ მარკეტინგის მენეჯერი აცხადებს: „ხარჯების კუთხით ვერ გავაკეთებ კომენტარს, მაგრამ კომპანიისთვის პრიორიტეტი არის ხარისხი და ამის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც ვერც ერთ ხარჯს ვერ გადაფარავს.

რაც შეეხება პროდუქციის ფასების ცვლილებას, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გათვალისწინებით მაქსიმალურად ვეცადეთ რომ ჩვენს პროდუქციაზე ფასი არ გაგვეზარდა, პირიქით კომპანიას მეტი ხარჯი გაეღო და მომხმარებელს იმავე ფასად შეეძინა სათამაშოები, რა ფასადაც ადრე ყიდულობდა, იმიტომ რომ გვინდა ჩვენს ერთგულ მომხმარებელს ის ხელმისაწვდომი ფასები შევუნარჩუნოთ და ამით ჩვენი ნიშიდან არ გამოვიდეთ“, - ამბობს თამარ წითელაშვილი.

მისივე ინფორმაციით, „ჭიტას“ მაღაზიათა ქსელში პროდუქცია ჩინეთიდან და ჰონ-კონგიდან შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები