მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ არ განვიხილავთ ერთი უნივერსიტეტის მიერ მეორის მიერთებას, გადაყლაპვას - ზვიად გაბისონია

ზვიად გაბისონია

"ოცნების" მთავრობაში განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ირწმუნება, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებით, სახელმწიფო არ აპირებს ერთი უნივერსიტეტის მიერ მეორის „მიერთებას, გადაყლაპვას“. ამის შესახებ მან განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ინიციირებული ცვლილებების წარდგენისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, გაერთიანებისას უნივერსიტეტის საბჭოში პარიტეტი დაცული იქნება.

„საბჭო არ იქნება დაკომპლექტებული ცალმხრივად, სამინისტროს მიერ - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ. უნივერსიტეტებს კანდიდატურების წარმოდგენის საშუალება ექნებათ. გეტყვით, რომ პარიტეტი დაცული იქნება. შესაბამისად, ჩვენ არ განვიხილავთ ამ პროცესში ერთი უნივერსიტეტის მიერ მეორის მიერთების, გადაყლაპვის და მსგავსი ტიპის რომელიც ვრცელდება, ჩვენ ამას განვიხილავთ ორი სრულფასოვანი უნივერსიტეტის ისეთ დონეზე გაერთიანების მოდელს, რომელიც რა თქმა უნდა მგონი, ნათელია რატომ გააკეთა ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფოს სახელმწიფო უნივერსიტეტზე რატომ გააკეთა სახელმწიფოს არჩევანი - ჩვენი ისტორიაა და ფლაგმანია“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

გაერთიანების საკითხზე ისაუბრა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემაც: „აქ არ იქნება შთანთქმა. ეს არის დიდი ოკეანე - ცოდნის, მეცნიერების, განათლების. ჩვენ გვყავს ორი დიდი ლაინერი. ამ ლაინერების ცალ-ცალკე ცურვის მაგივრად კატამარანი იქმნება. ერთი დიდი მიზნის მისაღწევად, ორ დიდ ფუნდამენტზე ერთმანეთზე გადებული ხიდის პრესტიჟი აიწევს, გარანტიები მეტი იქნება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები