მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ არ ვუწესებთ ირანს არავითარ სანქციას, არამედ სასანქციო რეჟიმს ვითვალისწინებთ - კობახიძე

კობახიძე

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში ირანული ავიაკომპანიების ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ საქართველო მოქმედებს შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად.

„ჩვენ იცით, რომ სასანქციო რეჟიმებს ვითვალისწინებთ. იყო შესაბამისი სანქციები ამოქმედებული და გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ყოველთვის ითვალისწინებს სასანქციო რეჟიმებს, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ, როდესაც კონკრეტული ინსტიტუტები და სახელმწიფოები აწესებენ ასეთ სანქციებს, მივიღეთ ჩვენც შესაბამისი გადაწყვეტილება, რაზეც ეკონომიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება. ჩვენ ვითვალისწინებთ სასანქციო რეჟიმს. ვმოქმედებთ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესაბამისად. ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ეს იქნებოდა აბსურდი და არასწორი“, - განაცხადა კობახიძემ.

8 სექტემბერს აშშ-მა ირანულ ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულ 27 ავიაკომპანიას შორის 5 კომპანია საქართველოდანაც ასრულებს ფრენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ სანქციების შესაბამისად ირანულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენა შეეზღუდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები