მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ ჭიათურის ტკივილმა ჩამოგვიყვანა" - მაღაროელები მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ

მაღაროელები

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის ტალღა, რომელიც ჭიათურაში 28 თებერვლიდან დაიწყო, თბილისში გადმოინაცვლა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

„ჩვენ ჭიათურის ტკივილმა ჩამოგვიყვანა. მიუხედავად ჩვენი პირადი პარტიული შეხედულებებისა, ერთი პრობლემა გვაერთიანებს“, - განაცხადა აქციის მონაწილე მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ.

მაღაროელები მათი კუთვნილი ხელფასების დარიცხვას, „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროების მართვიდან გასვლას და მართვაში სახელმწიფოს შემოსვლას ითხოვენ. მან აღნიშნა, რომ პროტესტის ნაწილი თბილისში გაგრძელდება, თუმცა რა ფორმით ამას მოგვიანებით გააჟღერებენ.

„დარიგდეს 3 თვის ხელფასი და პარალელურად უნდა მოგვარდეს საბანკო პრობლემები, რომელიც ჭიათურელებს ხელფასის არ დარიცხვის გამო შეექმნათ.

მიმაჩნია, რომ ჭიათურაში ყველა მოქალაქეს კომპანიისგან დაზღვევა უნდა ჰქონდეს, რადგან მოპოვებითი საქმიანობის გამო ჭიათურაში ჰაერი დასაშვებზე 32-ჯერ მეტჯერ არის დაბინძურებული. დაზღვევის საკითხიც უნდა მოგვარდეს.

კომპანიაში გვეუბნება, რომ მაღაროებში სამუშაოების აღდგენის შემთხვევაში, მას 2000 დასაქმებული დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1600 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება. ეს პრობლემაა, რომელიც მთავრობასთან ერთად უნდა მოგვარდეს.

მეორე და აუცილებელი მოთხოვნა ჭიათურის მომავლის პერსპექტივაა - კომპანია გავიდეს არამხოლოდ ჭიათურიდან არამედ ზესტაფონიდან და ვარციხეჰესიდან, რადგან მიგვაჩნია, რომ „ჯორჯიან მანგანეზმა“ სამივე მუნიციპალიტეტს დიდი ზარალი მიაყენა. სახელმწიფო უწყებებმა უნდა გამოიძიონ ის საქმიანობა, რომელსაც ის 2006 წლიდან ეწეოდა და ამის შემდეგ მას უფლება ექნება გაუშვას ის ამ საქმიანობიდან. აუცილებელია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დატოვოს საქართველო. ნაცვლად ამისა პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, ეს უპირობო და აუცილებელია. რადგან ახალი ინვესტორის შემოსვლით ჩვენი მდგომარეობა არ შეიცვლება, ერთ მონათმფლობელს ჩაანაცვლებს მეორე. სახელმწიფოს ვავალდებულებთ აიღონ პასუხისმგებლობა მანგანუმის მოპოვებაზე და მუშათა კლასთან ერთად მართონ ეს საწარმო.

ჩვენი კიდევ ერთი მოთხოვნა ფონდის შექმნაა, რომელშიც მანგანუმის ექსპორტზე გაყიდვებიდან 5% დაირიცხება. ფონდი განკარგავს ახალ სამუშაო ადგილებს ჭიათურაში, რადგან მანგანუმის რესურსები ამოწურვადია. ეს ამავე დროს იქნება შესაძლებლობა ჩვენი მომავალი თაობის განათლების დაფინანსებისა...

მეოთხე მოთხოვნა სოფლებამდე უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნაა...

მეხუთე მოთხოვნა კი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაა, რომელიც ჭიათურაშია..." - განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები