მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ ეს ვერ გაგვაჩერებს" - მაღაროელებს, მთავრობიდან არც ადმინისტრაციასთან გამართული აქციის შემდეგ გამოხმაურებიან

აქცია

გუშინ, მაღაროელების მიერ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული აქციის შემდეგ, "ქართული ოცნებიდან" მათთან კომუნიკაცია არავის ჰქონია, - ამის შესახებ მაღაროელთა საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, ტარიელ მიქაცაძემ bm.ge-სთან განაცხადა.

"სამწუხაროდ, მთავრობის მხრიდან არავინ შეგვხმიანებია, მაგრამ ჩვენ ეს ვერ გაგვაჩერებს. ისევ ვაგრძელებთ ბრძოლას იქამდე, სანამ არ მივაღწევთ მიზანს ჩვენს სამართლიან ბრძოლაში. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ წინ", - თქვა მიქაცაძემ bm.ge-სთან.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, ხვალ, ჯორჯიან მანგანეზის დასაქმებულები აქციას საქართველოს პროფკავშირების სასახლესთან გამართავენ.

" დღეს ეთერები გვაქვს და პარალელურად ვემზადებით, ძალებს ვიკრებთ ხვალინდელი აქციისთვის. ხვალ, აქციას გავმართავთ პროფკავშირების სასახლესთან 13:00 საათზე. უნდა მივიდეთ რაც შეძლება მეტი ადამიანი და გავაპროტესტოთ, რა შედეგამდე მიიყვანა გაერთიანებული პროფკავშირის გულგრილობამ არ მხოლოდ ჭიათურა და ჭიათურის მკვიდრები, ზოგადად დასაქმებულები საქართველოში.

ამის შემდეგ, გვიდა, რომ სიმბოლურად ბანკებთან ჩამოვიაროთ. მაღაროელებს აქვთ ძალიან დიდი სამომხმარებლო და იპოთეკური სესხები და გვინდა, სიმბოლური მსვლელობა მოვაწყოთ და მოვუწოდოთ ბანკებს, რომ გაჩერების პერიოდი, რომელიც არ იყო ჩვენგან გამოწვეული იყოს ნამატი პროცენტები ჩამოწერილი. მანამ, სანამ აღდგება ხელფასების დარიცხვა მანგანეზში დასაქმებულებისთვის", - განაცხადა მიქაძემ bm.ge-სთან.

საქმე ის არის, რომ აქციის მონაწილე მაღაროელები ამბობენ, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ ემიჯნებიან და მოითხოვენ, "პეტრიაშვილის პროფკავშირმა დატოვოს ჭიათურა".

პროფკავშირების თქმით კი თუ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები ჭიათურიდან გავა, ჭიათურის მაღაროებში დასაქმებულ 3 620 პირს, ავტომატურად აღარ მიეცემა აღარც 60% ხელფასი, აღარ ექნება არც ჯანმრთელობის დაზღვევა და აღარ ექნება ბენეფიტები, რომელი დავალიანებაც დამსაქმებელს წერილობით აქვს აღიარებული კოლექტიური ხელშეკრულებით.

გამომდინარე აქედან, ჩნდება კითხვა, არიან თუ არა ინფორმირებული ამ საკითხზე მაღაროელები და იაზრებენ თუ არა შესაბამის რისკებს, თუ პროფკავშირი ჭიათურას დატოვებს.

მიქაცაძე ამბობს, რომ მათი უსამსახუროდ და კომპენსაციის გარეშე დარჩენა პროფკავშირის პასუხისმგებლობაა და აქციას აწყობენ, რომ ეს მკაფიოდ უთხრან.

"როგორც კომპანიას, ასევე პროფკავშირს ჩვენ ვავალდებულებთ, თავისი ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ ერთმა წევრების და მეორემ დასაქმებულების მიმართ. ჩვენ ხომ ჯერ კიდევ მათი წევრები ვართ და ვართ ამ პრობლემებში. მათ რომ გამართული სისტემა, შინაგანაწესი და კოლექტიური ხელშეკრულება ჰქონოდათ, ჩვენ ამ მდგომარეობაში არ ჩავვარდებოდით. ამიტომ, უნდა ვუთხრათ ის, რისი ღირსებიც არიან. მათმა არასწორმა ქმედებაბმაც გამოიწვია. ვიდრე მათი წევრები ვართ, აგონ პასუხი, რაზეც ვალდებულება აქვთ", - ამბობს მაღაროელი.

ცნობისთვის, ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის 25-ე დღეს 24 მარტს აქცია თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართეს და ხელისუფლებას მოთხოვნებით კიდევ ერთხელ მიმართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები