კოალიცია „ცვლილებისთვის“ არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს.
როგორც კოალიციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ განაცხადა, ბრძოლა ქუჩაში გაგრძელდება.
„ჩვენ გადავდივართ ქუჩაში ბრძოლაზე. ეს იქნება საერთო ეროვნული ბრძოლა, პროტესტი. ჩვენ ვალდებული ვართ ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც აირჩია ევროპული მომავალი და ამის დათმობას არ ვაპირებთ“, - აცხადებს პოლიტიკოსი.
ელენე ხოშტარიას თქმით, პროტესტის ფორმაზე, ადგილზე და სხვა დეტალებზე ხვალ ისაუბრებენ.
ცნობისთვის: არჩევნების შედეგების აღიარებას არ აპირებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობაც“.
ჯერჯერობით, უცნობია "ძლიერი საქართველოს" და პარტია "გახარია საქართველოსთვის"" პოზიცია.