მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე" - ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

Espen Barth Eide

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში მიმდინარე აქციების მონაწილეების, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ასევე, ოპოზიციონერების წინააღმდეგ პოლიციის მიერ სასტიკი ძალის გამოყენებას გმობს. ამის შესახებ მის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ესპენ ბარტ ეიდემ ეუთოს საბჭოს მიმართა.

როგორც ის ამბობს, ის სცენები, რომლებიც საქართველოში ვიხილეთ, შეუთავსებელია ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან და ფუნდამენტურ დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებზეც საქართველომ აიღო ვალდებულება.

"ჩვენ გვინდა საქართველო ჩვენი ოჯახის წევრი იყოს. ჩვენ გვინდა დავეხმაროთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, რათა ის სათანადო წევრი გახდეს. ჩვენ გვინდა, რომ დავეხმაროთ მათ. თუმცა, ჩვენ ამ პროცესის ამგვარ განვითარებას ვერ ვხედავთ და ჩვენ მკაფიო უნდა ვიყოთ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები