მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნორვეგია ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ქარის ელექტროსადგურების ასაშენებლად $193 მლნ-ს გამოყოფს

ქარი

ნორვეგიის სახელმწიფო არქტიკის წყლებში ქარის მოტივტივე ელექტროსადგურის მოსაწყობად $193 მილიონიან დაფინანსებას გამოყოფს - ნორვეგია მიიჩნევს, რომ ძვირად ღირებული ტექნოლოგია ინდუსტრიის განვითარებისა და სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია - ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

ბარენცის ზღვის “The GoliatVind”-ის პროექტი ხუთ 15-მეგავატიან ტურბინას მოიცავს, რომელიც ენერგიას არქტიკული ქალაქ ფემერფესტისთვის აგენერირებს - პროექტმა ნორვეგიის სამთავრობო სააგენტო Enova-ს მიერ გამოცხადებულ ტენდერში 6 სხვა კანდიდატს მოუგო.

ნორვეგია იმედოვნებს, რომ მოტივტივე სადგურების განვითარება ოფშორული ინდუსტრიის სამომავლო ზრდას შეუწყობს ხელს, გარდა ამისა, ის მნიშვნელოვნად შეამცირებს ნავთობისა და გაზის გადამუშავებით მიღებულ ემისიებს და ენერგიის წყაროდ გაზის ტურბინებს ჩაანაცვლებს.

თავად კომპანია The GoliatVind-ს ლოგისტიკური ფირმა Odfell Oceanwind-ი, განახლებადი ენერგიების კომპანია Source Galileo და იაპონური ელექტროგამანაწილებელი კომპანია Kansai ფლობენ.

პროექტის სრული ღირებულება ცნობილი არ არის, თუმცა ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ნორვეგიის სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხა “არსებითად მნიშვნელოვანი” კონტრიბუციაა.

პროექტის განხორციელება 2028 წლისთვის იგეგმება, მანამდე კი, Enova მცირე ზომის სადგურებისთვის ტენდერს მიმდინარე წელსაც გამოაცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები