მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გვინდა კულტურულად და ეკონომიკურად გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი - შალვა პაპუაშვილი

მამუკა მდინარაძე შალვა პაპუაშვილი

ჩვენ გვინდა კულტურულად და ეკონომიკურად გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით. "ქართულ ოცნებას" სურს, საქართველო ევროკავშირში "წელგამართული შევიდეს".

"ქართველმა ხალხმა მკაფიოდ თქვა რა არის მისი ევროპული გზა. პირველი, ეს არის ევროპა. ჩვენ, როგორც ევროპული ცივილიზაციის თანაშემოქმედები, თავად ვართ ევროპა. ამ მხრივ ჩვენი ევროპული გზა ნიშნავს ქართული, ანუ ევროპული კუტურის, ტრადიციების და ღირებულებების შენარჩუნებას და მათ განვითარებაში თანამონაწილეობას.

მეორე, ეს არის ევროკავშირი როგორც ევროპელ ხალხთა გაერთიანება. ჩვენ არ ვესწრაფვით მხოლოდ და ოღონდ წევრობას, ჩვენ გვინდა წელგამართული შევიდეთ ამ ერთა კავშირში, როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. შევიდეთ ჩვენი უნიკალური როლით, ჩვენი ეროვნული ფუნქციით, რომელიც სამწუხაროდ არაერთხელ დაგვიკარგავს. ჩვენ გვინდა გავამდიდროთ და გავაძლიეროთ ევროკავშირი კულტურულად და ეკონომიკურად, და არა უბრალოდ შევერიოთ მას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები