მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ ლამაზად მოიგონ - ვილი სანიოლი

სს

ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ - ვილი სანიოლი - ამის შესახებ პორტუგალიასთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ ვილი სანიოლმა გელზერკირხენის „აუფ შალკე არენაზე“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათ მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ, ეს მიზანი იყო საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს მათ შეძლეს.

„გულწრფელად რომ გითხრათ არ მახსოვს, თამაშამდე ფეხბურთელებს რა ვუთხარი. უბრალო, ვეუბნებოდი – ითამაშეთ დისციპლინირებული ფეხბურთი. ვუთხარი, რომ ისე ეთამაშოთ, როგორც 17-18 წლის ასაკში. რთულია გასააზრებლად, რაც გავაკეთეთ. უბრალოდ, ვამაყობ ამ ბიჭებით, რომლებმაც საქართველო საუკეთესოდ წარმოაჩინეს.

არაფერი დასაკარგი არ გვაქვს. უბრალოდ, არ გვინდოდა, სიამოვნება არ მიგვეღო. ესპანეთი დ პორტუგალია რომ ხარ, ყველა თქვენგან მოგებას ელის, ჩვენ კი ასეთ წნეხი არ გვქონდა. გვქონდა მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოსთვის სიხარული მოგვეტანა და ეს შევძელით.

საქართველოს ფედერაციამ ბოლო წლებში უდიდესი სამუშაო შეასრულა და შედეგებიც სახეზეა. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სურთ არა მხოლოდ მოიგონ, არამედ, ლამაზად მოიგონ. შესაძლოა, სათადარიგოთა სკამი არ არის გამორჩეული, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით ისინი გამორჩეულები არიან და მათით ვამაყობ.

მარტში მაქსიმუმი გავაკეთეთ, როდესაც ევრო 2024-ზე გავედით. კიტეიშვილმა დღეს როგორი მატჩიც ჩაატარა, ნახეთ. მის კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ის ტოპ-5 ლიგის გუნდში უნდა თამაშობდეს“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები