"ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა „ევროსკოპის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ვიდრე საქართველოს მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ევროკავშირი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ აპირებს.
„საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს. ეს გზა ევროკავშირის მიმართულებით არ მიდის. ამიტომ ქართველი ხალხისთვის ჩვენი ძლიერი გზავნილია ის, რომ ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ, მაგრამ ვიდრე მთავრობა არასწორ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პროცესში წინსვლას არ ვაპირებთ“, - განაცხადა კალასმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში, დღეს, ევროპული საბჭოს სამიტი იმართება.




























