საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ დღეს უკრაინა 3 მლრდ ევროს მიიღებს. ეს იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც რუსეთთან ომში მყოფი ქვეყანა "დიდი შვიდეულის" სესხის ფარგლებში მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა ელოდოს.
"რუსეთმა დაიწყო ეს ომი, ამიტომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს მისი ფასი. დღეს უკრაინა მიიღებს 3 მლრდ ევროს "დიდი შვიდეულის" სესხის ფარგლებში, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან შემოსავლებით დაკომპენსირდება. ეს დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას და ქვეყნისთვის თავდაცვისთვის საჭირო ფინანსებს გამოათავისუფლებს", - განაცხადა კაია კალასმა.
ცნობისთვის, "დიდი შვიდეულის" ლიდერები გასული წლის ოქტომბერში შეთანხმდნენ, რომ უკრაინას სხვადასხვა არხიდან 50 მლრდ ევროთი უზრუნველყოფენ. დღევანდელი ტრანშიც ამის ნაწილია ევროკავშირის მხრიდან. ის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის დაიფარება.