მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს - რასა იუკნევიჩიენე

რასა იუკნევიჩიენე
13.12.24 00:25
745

ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის „ნაცრისფერი“ სივრცეების გარეშე, - ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, რომლის ინფორმაციითაც, ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მედიას განუცხადა.

მისი თქმით, ევროპა უნდა ებრძოლოს ადამიანებს, რომლებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ - საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე.

“ჩვენ ერთად ვართ, როგორც ევროპარლამენტის წევრები. ჩვენ აქ ვართ, რათა ხალხს ვესაუბროთ და გადავცეთ მესიჯი ევროკავშირში სხვა ინსტიტუტებს, როგორებიცაა ევროკომისია, ევროპული საბჭო, დაიწყონ მოქმედება და თავი არ დაანებონ მათ, ვინც ხალხს არჩევნები მოიპარა, ვინც ქუჩაში ხალხს სცემს, ვინც ძალადობას იყენებს.

ჩვენ საქართველო ევროპულ ოჯახში გვჭირდება, არა მხოლოდ ჩვენ ვჭირდებით ქართველებს. ასე რომ, ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა ევროპული კონტინენტის შევსებისთვის “ნაცრისფერი” სივრცეების გარეშე, რომლებიც რუსეთისთვის გადასაყლაპად არის დარჩენილი.

ქართველი ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, ისინი დანარჩენი ევროპული კონტინენტისთვისაც იბრძვიან, რათა ჰქონდეთ თავისუფლება ისეთი დიქტატურების გარეშე, როგორიცაა პუტინის რეჟიმი, პირველ რიგში. და უნდა ვებრძოლოთ ისეთ ადამიანებს, როგორებიც კრემლის სცენარებს ასრულებენ - იქნება ეს საქართველოში, მოლდოვაში, რუმინეთში თუ სადმე ევროკავშირის მიწაზე.

ასე რომ, ხალხი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იბრძვის, ისინი იბრძვიან აქ ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისთვის. და ამ ხალხის მადლობელი ვარ, რომელიც აქ დგას, მე მათ მხარეს ვარ. თქვენ, ქართველი ხალხი, ისტორიის სწორ მხარეს ხართ”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა მისი და მისი კოლეგების ინიციატივაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიწვიონ ევროპარლამენტის შემდეგ სესიაზე, რომლის ჩატარებაც მომდევნო კვირას იგეგმება.

“შვიდმა ჩვენგანმა, ვინც აქ ვართ, უკვე გავაკეთეთ წერილი იმ მოთხოვნით, რომ მომდევნო კვირის დღის წესრიგი გადაიხედოს და იმედი გვაქვს, რომ მოგვისმენენ. [პასუხი] ჯერ არ მიგვიღია”, - განაცხადა იუკნევიჩიენემ.

ცნობისთვის: გუშინ, 12 დეკემბერს, ევრპარლამენტარები რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მივიდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები