ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ, როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, აღვადგინოთ ეკონომიკა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდოემიმართვაში განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს - დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს.
ჩვენ უკვე მომავალზე ვფიქრობთ, როგორ აღვადგინოთ ჩვენი ქალაქები, აღვადგინოთ ეკონომიკა. უკვე არსებობს შეთანხმება უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველადი გადაწყვეტილებებია.
ოკუპანტებს ისეთ ზარალს ვაყენებთ, როგორიც ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ. რუსეთის ძალებმა დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა მიაღწია თითქმის 10 000 დაღუპულს. საშინელებაა, რომ ისინი 18-20 წლის ჯარისკაცები არიან - თითქმის ბავშვები, რომლებსაც ვერც კი აუხსნეს, რატომ იბრძოდნენ და რატომ იყვნენ უცხო ქვეყანაში. რუსეთს შეეძლო, მათთვის მიეცა სხვა რამ, ნაცვლად სიკვდილისა“-აცხადებს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ევროპის ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას ვუხდი ევროპის ქვეყნებს, ათიათასობით და ასიათასობით იმ ადამიანს, რომელიც გუშინ გარეთ გავიდა, რომ უკრაინელებისთვის მხარი დაეჭირა. ბრატისლავა, ფრანკფურტი, ვილნიუსი, ლეონი, პარიზი და თბილისი გუშინ გარეთ იდგნენ დემოკრატიისა და მშვიდობის სახელით. ასევე მადლობას ვუხდი ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც გამოდიან გარეთ და პროტსტეტს გამოხატავენ და ითხოვენ რუსეთს დაუწესდეს უფრო მკაცრი სანქციები და დახურონ რუსული ცა. 74% ამერიკელი ჩვენ მხარეს არის და ვერ ვხვდები რა სჭირდება კონგრესს იმისთვის, რომ ეს პირობები დაუყოვნებლივ შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცენტული მაჩვენებელი არც სხვა ქვეყნებში იქნება ნაკლები, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს“-აცხადებს ზელენსკი.




























