საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„შევთანხმდით ჩვენი მუშაობის დაჩქარებაზე: პროგრესი ევროკავშირის გზაზე და 9 ნაბიჯის განხორციელება, ადრეული ინტეგრაციის სფეროების განხორციელება (მაგ. როუმინგი და SEPA).
ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ ქვეყნად”, - აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმყოფება. იგი შეხვდა, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს იანეზ ლენარჩიჩს.