მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ვართ ყველაზე პროევროპული ხელისუფლება, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰყოლია - იუსტიციის მინისტრი

6406f5971c428
ინგა მურუსიძე
07.03.23 13:01
791
„ქართული ოცნება“ არის ყველაზე პროევროპული ხელისუფლება, რაც კი ოდესმე საქართველოს ჰყოლია“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რაში გამოიხატება ეს, მინისტრი პასუხობს, რომ ყველაფერი გაკეთდება, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოხდეს.

„არავინ არავის ესხმის თავს, მადლიერებით შემოვიფარგლებით ორივე მხარე, ვატარებთ ასეთ ღონისძიებას[ქალი პოლიციელებისადმი მიძღვნილი დღე], ეს აღიზიანებს რადიკალურ ოპოზიციას, რომ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ტარდება ასეთი ღონისძიებები. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიზიანებს ბევრ ადამიანს. მაგრამ ამის მიუხედავად, ყველაფერი გაკეთდება, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოხდეს, ეს კარგად დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა ბრეგაძემ.

რეპლიკაზე, გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების პირობებში შესაძლებელია თუ არა კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, იუსტიციის მინისტრი პასუხობს, რომ „აუცილებლად მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის წევრი. ამას მე პირადად შევეცდები მოგილოცოთ თქვენ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები