მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს - აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო
09.04.25 13:27
766

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში 9 აპრილთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ იხსენებენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა და დაშავებულთა სახელებს.

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 9 აპრილის მემორიალთან დილით 9 საათისთვის მივიდა და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები