მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც გავაგრძელებთ საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას - "სილქ ბანკი"

სილქ ბანკი
BM. GE
20.09.23 17:23
32
სტატიაში საუბარია:

"სილქ ბანკი" ყოველთვის იცავდა და მომავალშიც გააგრძელებს საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში მოქმედებას, - ამის შესახებ bm.ge-ის ბანკში განუცხადეს. 

შეგახსენებთ:  მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

სებ-ის გადაწყვეტილების შემდეგ, დღეს ეროვნული ბანკი დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და მრჩეველმა, დავით ბაქრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები