მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ ყველაფერში ვიმარჯვებთ!" - დონალდ ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე

ბანკები
13.08.25 17:28
353

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში და ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანება.

"ჩვენ ყველაფერში ვიმარჯვებთ",- წერს ტრამპი იმ შეფასებების საპასუხოდ, რომლებიც რუსეთის გამარჯვებაზე აკეთებენ აქცენტს.

"უსამართლო მედია მუშაობს პუტინთან ჩემს შეხვედრაზე. გამუდმებით ციტირებს გათავისუფლებულ დამარცხებულებს და ისეთ სულელ ადამიანებს, როგორიცაა ჯონ ბოლტონი, რომელმაც ახლახან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამერიკულ მიწაზე იმართება, „პუტინმა უკვე გაიმარჯვა“. რაშია საქმე? ჩვენ ყველაფერში ვიმარჯვებთ. ყალბი ამბები ზეგანაკვეთურად მუშაობს (ზეგანაკვეთური სამუშაო არ იბეგრება!). რუსეთთან გარიგების ფარგლებში მოსკოვი და ლენინგრადი რომ გამეთავისუფლებინა, ფეიკ ნიუსი იტყოდა, რომ ცუდი გარიგება დავდე! მაგრამ ახლა ისინი გამოიჭირეს. შეხედეთ რეალურ ამბებს, რომლებიც მათი კორუფციის შესახებ ვრცელდება. ისინი ავადმყოფი და არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან, რომლებსაც, ალბათ, ჩვენი ქვეყანა სძულთ. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ ყველაფერში ვიმარჯვებთ!!!",- წერს ტრამპი.

პარასკევს, 15 აგვისტოს დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ლიდერები უკრაინაში ომის დასრულებას ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯის ჩრდილოეთით მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის გაერთიანებულ სამხედრო ბაზაზე განიხილავენ.

დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ 2022 წელს დაწყებული ომი რუსეთმა მოიგო. მისივე შეფასებით, ეს ეჭვშეუტანელი ფაქტია და ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის გაიაზრებს ამას დასავლეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები