მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ამოცანაა, 2030 წლისთვის ელექტროენერგიის წარმოებამ მოხმარებას გადააჭარბოს" - კობახიძე

დავითაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყნის სტრატეგიული ამოცანაა, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის ეროვნულმა წარმოებამ მოხმარებას გადააჭარბოს - ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტში, პრემიერის ყოველწლიურ მოხსენებაში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად უკვე გაფორმებულია 284 ხელშეკრულება ელექტროსადგურების მშენებლობისთვის.

"ენერგეტიკა არის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ამოცანა, რომ 2030 წლისთვის ეროვნულმა წარმოებამ გადააჭარბოს მოხმარებას და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს მიზანი განხორციელდეს.

ამჟამად არის გაფორმებული 284 ხელშეკრულება, რომელიც უკავშირდება ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას, მათგან 214 არის ჰიდროელექტროსადგური, 26 არის ქარის ელექტროსადგური, 44 - მზის ელექტროსადგური და, დარწმუნებული ვარ, წარმატებულად განხორციელდება ყველა პროექტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები