მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში“ - მინისტრი

ოთარ შამუგია

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ევროპის დღისადმი მიძღვნილ მასშტაბურ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა და მთავრობის წევრებმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერეს.

„საქართველო წელს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნავს ევროპის დღეს. ევროინტეგრაცია ჩვენი პოლიტიკის მთავარი მდგენელია. ამ კონტექსტში ჩვენი ამოცანაა, ფერმერებს და მეწარმეებს ხელი შევუწყოთ ბაზრებზე, მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე წვდომაში. საქართველოსთვის, პირველ რიგში, პრიორიტეტული ბაზარი სწორედ ევროკავშირია. ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები და ეს შედეგები აისახება კონკრეტულ რიცხვებში. ჩვენ
ვმუშაობთ იმ სტანდარტების დანერგვაზე და იმ რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც აუცილებელია ამ ბაზარზე დამკვიდრებისთვის ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმართა.

თუმცა, 9 მაისს ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტს, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა, მიწვევის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის წევრები არ დაესწრნენ. ღონისძიების მასპინძელია ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები