მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი
09.11.24 11:55
962

ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

„დღეს, ბანკირის პროფესიულ დღეს, შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ ბანკირებისა და ფინანსისტების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ დღეს ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 187 წელი გავიდა. მან ქართული ეროვნული ღირებულებების აღორძინებასთან ერთად, ქართული ბანკის დაფუძნება და განვითარებაც ითავა. ეს ფაქტი მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ერის, ხალხის, სახელმწიფოს განვითარებაში საბანკო საქმის სათანადოდ წარმართვას. საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის.

ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა. დღესდღეობით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის, ფინანსური მომსახურებების ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, თქვენი მოქნილობა და ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებთ სიახლეების დანერგვას და მომავალშიც უზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურობასა და განვითარებას.

ბანკირის დღეს, თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით თქვენი საქმიანობისთვის. პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მადლობა ქალბატონ ნათია თურნავას ნაყოფიერი საქმიანობისთვის - შალვა პაპუაშვილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები