მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი დიდი ხნის გაჩერებული ანგარიშებიც დააყადაღეს. აღარ ვარსებობთ ოქტომბრიდან - "სირცხვილია"

სირცხვილია

"აღარ ვარსებობთ ოქტომბრიდან. ისღა დაგვრჩენია ვიხაროთ, რომ ივანიშვილი ჩვენი მოძრაობის აჩრდილსაც ებრძვის", - ამის შესახებ ორგანიზაცია "სირცხვილია" სოციალურ ქსელში წერს.

საქმე ის არის, რომ დღეს, საქართველოს პროკურატურამ ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის“; ა(ა)იპ „ფროსფერითის“; ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“-ის; ა(ა)იპ „სირცხვილიას“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ ანგარიშები დააყადაღა.

"ჩვენც გავაკეთებდით რაიმე განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალ სისხლის სამართლის საქმეში ვფიგურირებთ და ჩვენი დიდი ხნის გაჩერებული ანგარიშებიც დააყადაღეს დღეს, მაგრამ, აღარ ვარსებობთ ჯერ კიდევ ოქტომბრიდან და ისღა დაგვრჩენია ვიხაროთ, რომ ივანიშვილი ჩვენი მოძრაობის აჩრდილსაც ებრძვის.

პ.ს. ფონდებს ყველაფრისთვის დიდი მადლობა. გვჯერა, კვლავ გააგრძელებენ ფასდაუდებელ საქმეებს, და ჩვენთვის მხოლოდ პატივი იქნება თუ ამ საამაყო "დანაშაულებში თანამზრახველობის ტვირთს" გადაგვინაწილებენ", - წერს "სირცხვილია".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები