მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, აღმოვფხვრათ დისბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, აღმოიფხვრას დისბალანსი იმპორტსა და ექსპორტს შორის. მან ამის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დეკემბერში 22.5%-ით გაიზარდა ექსპორტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

“ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ის დისბალანსი, რომელიც არის იმპორტსა და ექსპორტს შორის, ბუნებრივია, ასეთი მონაცემები არის შთამბეჭდავი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. კონკრეტულად, მაგალითად ჩინეთთან ვაჭრობას რაც შეეხება, ტვირთების ნაკადი, წლის განმავლობაში, მიმდინარე მონაცემებით არის 48%-ით გაზრდილი. ყველა მიმართულებით მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, ზუსტად ამ მიმართულებებით, ეს არის დაკავშირებადობა, ეს არის ტრანზიტი, ეს არის ჩვენი საექსპორტო პოტენციალის განვითარება. ძალიან ბევრი რამე კეთდება კონკრეტულად ეკონომიკის სამინისტროს მიერ, სხვადასხვა სამთავრობო უწყებების მიერ და ამ მიმართულებით ძალისხმევა გაგრძელდება მომავალშიც,”- განაცხადა პრემიერმა.

საქსტატმა 2025 წლის საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ექსპორტი 11.2%-ით, 7.3 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტი კი 9.7%-ით, 18.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 25.8 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო სალდო (იმპორტსა და ექსპორტს შორის სხვაობა) მინუს 11.2 მილიარდი დოლარი იყო. ამგვარად, უარყოფითი სავაჭრო სალდო მთლიანი ბრუნვის 43.5%-ს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები