მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს მსოფლიოში აპრობირებულ ყველა სტანდარტს“ - მინისტრის მოადგილე

სასკოლო ფორმა

სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია და განსაზღვრავს, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ფორმა, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით შესაბამისი სტანდარტი მოიცავს როგორც ხარისხის, ასევე ქსოვილის შემადგენლობის, მედეგობის, მდგრადობისა და საღებავის დამუშავების საკითხებს.

„მთავარი რამ მინდა გითხრათ, ჩვენ ფორმებთან დაკავშირებით ამდენს იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ გვინდა რაღაც დეტალები შელამაზდეს. პირდაპირ მინდა გითხრათ, სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები. დაწყებული ხარისხიდან, გაგრძელებული რისგან უნდა შედგებოდეს ნაჭერი, მედეგობა, მდგრადობა, საღებავი, რით უნდა იყოს დამუშავებული თვითონ სასკოლო ფორმა. ჩვენ არ დაგვჭირდა რაიმეს მოფიქრება ან გამოგონება იმისთვის, რისგან უნდა შედგებოდეს და რა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს სასკოლო ფორმა.

როდესაც ინკლუზიაზე ვსაუბრობთ, თანასწორობაზე, ზოგადად ინკლუზიაზე, ამასაც მინდა ხაზი გავუსვა. სწორედ ამ სტანდარტებს წავყევით ჩვენ და შესაბამისად, ჩვენი ფორმებიც აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია“, - აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.

შეგახსენებთ, ფორმების ძირითადი ქსოვილი 72% პოლიესტერის, 25% ვისკოზისა და 3% ელასტინისგან არის დამზადებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები