მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი გასაქირავებელი უძრავი ქონების ბაზარი ჩამოკიდებულია უცხოელებზე“ - ერისთავი

ერისთავი

ბინის ქირის ფასი თბილისში თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნის დედაქალაქზე იაფია. Numbeo-ს 2024 წლის სტატისტიკის თანახმად, ერთ საძინებლიანი ბინის ქირის საშუალო ფასი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქების ცენტრალურ უბნებში ყველაზე ძვირი მოსკოვშია და 970$ ღირს.

ერევანში ფასი 942$, ანკარაში 590, ხოლო თბილისში 587$-ია. ჩვენს დედაქალაქზე უფრო იაფი ბინის ქირაობა ბაქოშია, სადაც ერთსაძინებლიანი ბინის ქირაობის ფასი 472$-ის ფარგლებში მერყეობს.

Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვის მიხედვით, სექტემბერში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი უცვლელი, კვადრატულზე $9.9 დარჩა და ის სტაბილურობას ინარჩუნებს.

სექტემბერში ბინის ქირების საშუალო ფასები, რაიონების მიხედვით, კვადრატულ მეტრზე, ასე ნაწილდება:

ვაკე - $15.1

მთაწმინდა - $14

საბურთალო - $11.6

კრწანისი - $10.8

ისანი - $10

ჩუღურეთი - $10

დიდუბე - $9.7

ნაძალადევი - $9

ვაშლიჯვარი - $8.3

გლდანი - $8.2

დიდი დიღომი - $8.1

სამგორი - $8

RENTALS-სა და Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავის თქმით, გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნას უცხოელები ქმნიან. სწორედ მათი ბიუჯეტი და რაოდენობა განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ ფასებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ერევანში არსებული ფასი თბილისს მნიშვნელოვნად აღემატება, ერისთავი ვარაუდობს, რომ ამის მიზეზი ის არსებული ნაკლები მიწოდებაა.

„დღეს საცხოვრებელი ბინების ქირა კვ.მ-ზე დაახლოებით 10$-ია. ეს თანხა 2 წლის წინ 8$ იყო, ცნობილი მოვლენებს გამო კი იყო პერიოდი როცა ფასი 12$-მდე იყო ასული თუმცა, ამის მიუხედავად რეგიონში საქართველო დღემდე მაინც რჩება დაბალი ფასის მოთამაშედ. ამის მიზეზი ერთია, სამწუხაროდ ქართული ეკონომიკა არ ქმნის იმხელა დოვლათს, რომ ქუთაისიდან ან ზესტაფონიდან ჩამოსული ადამიანი იხდიდეს მნიშვნელოვან თანხას როგორც მაგალითად მიუნხენიდან წასული ადამიანი იხდის ბერლინში, ამიტომ ჩვენი ბაზარი ჩამოკიდებულია უცხოელებზე და უცხოელებიდან დიპლომატებზე.

დიპლომატები ბაზარი თავისთავად რეგულირებულია. მათი ბიუჯეტები 1 და 2 წლით ადრე ფორმირდება მათ დედაქალაქებში, შესაბამისად ეს არ ექვემდებარება სწრაფ გადახედვას. ანუ ერთგვარი გაქირავების ჭერთან გვაქვს საქმე და ეს გარკვეულწილად გვაძლევს ტონს ბინების გაქირავების კუთხით.

ერევნის ბაზარი ქართულ ბაზართან შედარებით განსხვავდება იმით, რომ იქ ახალი პროექტების რაოდენობა ბევრად ნაკლებია, შესაბამისად ომის გამო არსებული ზეწოლა ბაზარზე უფრო მეტად აისახა. უცებ მოწოლილი ტალღამ ერევანში უფრო მეტად გამოიწვია ფასების ზრდა, ვიდრე ტბილისში, განსაკუთრებით ეს ეხებოდა პრემიალური კლასის ბინებს,“ - განაცხადა ერისთავმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები