მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქირის ფასები 2024 წელს სტაბილურად ერთ ნიშნულზე რჩება - ბაზრის მიმოხილვა

ბინები

სექტემბრის თვეში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასი უცვლელი, კვადრატულზე $9.9 დარჩა - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უძრავი ქონების ყოველთვიურ მიმოხილვაშია საუბარი.

საინვესტიციო ბანკი ანგარიშში აღნიშნავს, რომ ქირის ფასები 2024 წელს სტაბილურად ერთ ნიშნულზე, კვადრატულ მეტრზე $10-ის ფარგლებში ნარჩუნდება.

სექტემბერში ბინის ქირების საშუალო ფასები, რაიონების მიხედვით, კვადრატულ მეტრზე, ასე ნაწილდება:

  • ვაკე - $15.1
  • მთაწმინდა - $14
  • საბურთალო - $11.6
  • კრწანისი - $10.8
  • ისანი - $10
  • ჩუღურეთი - $10
  • დიდუბე - $9.7
  • ნაძალადევი - $9
  • ვაშლიჯვარი - $8.3
  • გლდანი - $8.2
  • დიდი დიღომი - $8.1
  • სამგორი - $8

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები