თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა ბოლო 5 თვეა იდენტურ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც კვ-ზე 9.9 აშშ დოლარია - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის “საცხოვრებელი უძრვი ქონების” კვლევაში ვკითხულობთ.
პუბლიკაციის თანახმად, ქირას გარეუბნებში დაღმავალი ტრაექტორია აქვს, ცენტრალურ რაიონებში კი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
თბილისში ქირა ყველაზე იაფი სამგორის რაიონშია, სადაც საშუალო ქირა მ²-ზე $7.5-ია, ყველაზე ძვირი კი ვაკის რაიონში, სადაც მ²-ზე საშუალო ქირა $16.5-ს აღწევს.