მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გასულ თვეს თბილისში ბინის ქირა 9%-ით გაიაფდა - TBC Capital-ის მიმოხილვა

თბილისი

2025 წლის დეკემბერში, საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაქირავებელი ფასი, ნოემბრის მსგავსად, კვადრატულ მეტრზე $10.1-ზე შენარჩუნდა, 2024 წლის იმავე თვესთან შედარებით კი 9%-ით შემცირდა - ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევის ანგარიშშია საუბარი.

რაც შეეხება ამონაგებს, საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, მაჩვენებელი 8.2%-ს გაუტოლდა და გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ამავე თვეში, უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ $384 მილიონი შეადგინა და წელი წელთან შედარებით 17%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება უძრავი ქონების გაყიდვებს, დეკემბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურ ჭრილში 11%-ით, 4 385 ბინამდე გაიზარდა. ფასი კი კვადრატულ მეტრზე $1 341-ზე შენარჩუნდა, რაც წლიურ ჭრილში 6%-იან ზრდას უტოლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები