მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მისიაა, სპორტი არ იყოს ფუფუნების საგანი“ - ტარიელ ხეჩიკაშვილი

6400517e39cdb
თინათინ ნატმელაძე
02.03.23 17:53
773
ორი წლის წინ საქართველოში „სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის საერთაშორისო ფონდი“ შეიქმნა, რომლის წარმომადგენელიც Iberia Business Group-ის დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილია, რომელმაც BMGTV-ის გადაცემა #წერტილში განაცხადა, რომ ორგანიზაციის მთავარი მიზანი კერძო სექტორისა და ფედერაციების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

„პირველ რიგში ეს გადაწყვეტილება სპორტის მიმართ ჩემმა დამოკიდებულებამ მიმაღებინა და მართლა მჯერა, რომ სპორტი საერთაშორისო ბაზარზე ჩვენი ქვეყნის იდენტიფიცირების საშუალებას მოგვცემს.

მე მგონია, რომ ქართული სპორტული საზოგადოების მხარდაჭერა თითოეული ჩვენგანის ვალია და მით უმეტეს ბიზნესის, თუ მას აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი რესურსები აქეთ მიმართოს.

ჩვენი ორი მთავარი მისია ისაა, რომ სპორტი გახდეს ხელმისაწვდომი, არ იყოს ფუფუნების საგანი და ყველა ოჯახის ნებისმიერ წევრს, სოციალური სტატუსის მიუხედავად, ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სპორტით დაკავდეს და ასევე ის, რომ კერძო სექტორი აქტიურად იყოს ჩართული ამ სფეროს განვითარებაში“, - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

მისივე ცნობით, სახელმწიფო სტრუქტურაში ყოფნისას მისთვის აშკარა გახდა, თუ როგორ შეიძლება, რომ სახელმწიფო მოხელემ ამ დარგის განვითარებისთვის შესაძლებლობები გამოიყენოს.

„იმისთვის, რომ სპორტი თვითკმარი გახდეს და ინვესტორებიც მოვიზიდოთ, მნიშვნელოვანია, რომ კერძო სექტორსა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლებს სწორი კომუნიკაცია ჰქონდეთ.

ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესსა და სპორტულ საზოგადოებას შორის ერთგვარი ხიდი გავხდეთ“, - ამბობს Iberia Business Group-ის დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი 2015-2017 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები