მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, 2030 წლისთვის ყველაზე უკეთ ვიყოთ მომზადებული, იმისთვის რომ მივიღოთ EU-ის წევრი ქვეყნის სტატუსი - კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება, 2023 წლისთვის ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა ოპოზიციური პარტიების ერთობლივ სხდომაზე სამთავრობო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკა ქვეყნის საგარეო პოზიციების გაძლიერებაზე იქნება მიმართული. ჩვენი უმთავრესი მიზანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციაა, რაც ხელისუფლების ორგანოების კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა. კანდიდატის სტატუსის მიღება იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი, ევროინტეგრაციის მიმართულებით. აქტიურად გაგრძელდება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება. გაგრძელდება ასევე 9 პუნქტის შესრულებაზე მუშაობა, რისთვისაც მთავრობას უკვე დამტკიცებული აქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. ჩვენი მიზანია და ეს აუცილებლად ასე იქნება, ვიყოთ ყველაზე უკეთ მომზადებული კანდიდატ ქვეყნებს შორის იმისთვის, რომ მივიღოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი“, - განაცხადა კობახიძემ.

მინისტრობის კანდიდატმა დასძინა, რომ მის მიერ დღეს ოპოზიციური პარტიების წინაშე წარდგენილი სამთავრობო პროგრამა 10-თვიანია და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას მოიცავს, რომელიც ყოფილი პრემიერის სამთავრობო პროგრამით იყო გათვალისწინებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები