მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, ავტომობილებზე დამოკიდებულება შევამციროთ - ვიქტორ წილოსანი

63999161133f6
მარიამ იზორია
14.12.22 13:25
605
თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ თბილისში უმოკლეს პერიოდში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეფერხების გარეშე გადაადგილებისკენ არის მიმართული.

მისივე თქმით, 2023 წლისთვის დაგეგმილია 13 კვანძის დასრულება, რომელსაც თბილისის მერია აანონსებდა.

"ყველა ქალაქში, სადაც არსებობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იყო ერთიდაიგივე მიდგომა და რამდენიმე ასპექტია აქ: მანქანების რაოდენობა იზრდება და ურბანული სივრცე, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ეყოფა ამ ზრდის ტემპს, ვერც ერთი ქალაქი, რომელმაც დაშვება გააკეთა ამ მიმართულებით, ვერ განვითარდა. გადაადგილება პრობლემურია და ხდება იმ მოდელზე გადასვლა, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ", - განაცხადა წილოსანმა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის იმ მოდელს, რომელიც საქართველოში ვითარდება, ალტერნატივა არ აქვს.

"ბერლინს დასჭირდა 30 წელი, მაგრამ ჩვენ უფრო ცოტა დრო დაგვჭირდება, რადგან ამ მცირე დროში მოვახდინეთ ძირეული ცვლილებები და ის ეტაპი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღარ ჰქონდეს შეფერხებები, დაგეგმილი გვაქვს, რომ  2023 წლისთვის დავასრულოთ. ამასთან, დასრულდება 13 კვანძის მოწყობაც, რომელიც დავაანონსეთ“, - აღნიშნავს წილოსანი.

თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის განმარტებით, მერიის მიზანი ავტომობილების დამოკიდებულების შემცირებაა.

„ჩვენი მიზანია ავტომობილებზე დამოკიდებულება შევამციროთ. არავის არსად გადასმას არ ვაპირებთ, ეს შეიძლება მოხდეს იმ გზით, რომ ყველა ადამიანისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს კომფორტული და უსაფრთხო.

დღეს ჩვენ ვახდენთ ურბანული სივრცის თანაბრად გადანაწილებას, ამ დროის განმავლობაში ავტომობილს, რომ ჰქონდა ოკუპირებული ქვეითის, ეკომეგობრული ტრანსპორტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტერიტორია, ხდება ამისი გადანაწილება და ჩვენ არავის ვაიძულებთ სადმე გადაჯდეს“ - ამბობს ვიქტორ წილოსანი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები