მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროფესორ-მასწავლებლები - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

"ოცნების" მთავრობაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, მათი მიზანია, რომ მაქსიმალურად მოხდეს პროფესორ-მასწავლებლების შენარჩუნება. მან ამის შესახებ ბრიფინგზე, BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, ლექტორები უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფილის მიხედვით განაწილდებიან.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის პრინციპის“ შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით.

"პროფესორ-მასწავლებლებთან დაკავშირებით ჩვენ ვთქვით, რომ მაქსიმალურად შევეცდებით, შევინარჩუნოთ ყველა. ლექციები შეიძლება იმ უნივერსიტეტში არ ჰქონდეთ და სხვა უნივერსიტეტში ჰქონდეთ, სადაც ის ფაკულტეტი იქნება. ის ფაკულტეტები, რომლებიც მილევად რეჟიმში გადადის, ჯერ არსებობას განაგრძობს, რამდენიმე წელიწადი აგრძელებს ფუნქციონირებას.

დაფინანსება გაიზრდება და უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ პროფესორ-მასწავლებლები და იმ შემთხვევაში, თუ კი კონკრეტულ უნივერსიტეტში ის პროფილი არ რჩება, ჩვენ გადავანაწილოთ მათი რესურსი იმ უნივერსიტეტებში, სადაც ეს პროფილი დარჩება",- ამბობს გივი მიქანაძე.

"ვერ ვხედავ, როგორ შეიძლება არ შემცირდეს ლექტორების რაოდენობა" - თსუ-ს პროფესორი უნივერსიტეტების გაერთიანებაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები