მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი მომავალი ინოვაციები და ახალი პროდუქტებია” - “მეამა”

მეამა ქოლექთი

„ჩვენი მომავალი ინოვაციები და ახალი პროდუქტებია“ - ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ „მეამას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, თემურ ბოსტოღანაშვილმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ „მეამა“ საერთაშორისო ბაზარზე გადის. უფრო კონკრეტულად, კომპანიამ ფრენჩაიზის მოდელი შეიმუშავა, რომლითაც „მეამა“ პირველ ეტაპზე აზერბაიჯანის, შემდგომ გერმანიისა და ავსტრიის ბაზრებზე წარმომადგენლობებს გახსნის.

„საქართველოს ბაზარს ვაკვირდებით და ვიცით, რომ ის ლიმიტირებულია. ჩვენ ვაკვირდებით ხელფასებს, შემოსავლებს, საფასო პოლიტიკას - სწორედ ამ დაკვირვებებმა მიგვიყვანა დასკვნამდე, რომ საჭიროა საერთაშორისო ბაზარზე განვითარება.

ქვეყნის ფარგლებს გარეთ უნდა გაიხსნას „მეამას“ წარმომადგენლობა, მაღაზიები და სხვა ახალი მოდელები, რომელსაც ჩვენ შევქმნით. ესაა ჩვენი მომავალი - ინოვაციები და ახალი პროდუქტები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ათი ახალი პროდუქტიდან, რვა შესაძლოა კარგი არ გამოდგეს, თუმცა ორი აუცილებლად იქნება კარგი“ - ამბობს „მეამას“ აღმასრულებელი დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები