მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის ფრთხილი, ინფლაციის დაღმასვლას უკვე ვხედავთ - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფლაციის შემცირება უკვე შესამჩნევია, რაც სებ-ის ფრთხილი მონეტარული პოლიტიკის დამსახურებაა. ამასთან, ნათია თურნავა აღნიშნავს რომ წინასწარ ვერ გააკეთებს განცხადებას იმაზე თუ რა გადაწყვეტილებას მიიღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი.

"დაელოდეთ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას. ჩვენი მონეტარული პოლიტიკა არის ფრთხილი, ეს სავალუტო ფონდმაც აღნიშნა. და იმას უზრუნველყოფს რომ ინფლაციის დაღმასვლას ვხედავთ ჩვენ უკვე,"- განაცხადა ნათია თურნავამ.

ოქტომბერში 5.2%-მდე გაზრდილი ინფლაციის მიუხედავად, 5 ნოემბრის სხდომაზე ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, სებმა გამოაქვეყნა მონეტარული პოლიტიკის ანგარიში, სადაც განხილულია თუ რა იქნება სების პასუხი ინფლაციის შემდგომი ზრდის პირობებში. ანგარიშში სებ-მა აღნიშნა, რომ ინფლაციის დამატებითი ზრდის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება.

თუმცა, ნოემბერში ინფლაცია 4.8%-მდე შემცირდა, რასთან დაკავშირებითაც ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფლაციის შემცირებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები