მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი პროგნოზით, წელს ეკონომიკა 6.8%-ით გაიზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვარტლებში ზრდა შენელდება" - ლაშა ქავთარაძე

ლაშა ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე პირველი კვარტლის ეკონომიკურ ზრდას აფასებს და ამბობს, რომ გასული წლის მსგავსად, მაღალი ზრდის ტემპი ნარჩუნდება.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზარდა, 2025 წლის პირველ სამ თვეში კი ზრდამ 9.3% შეადგინა.

"ფაქტობრივად, ამ რიცხვებით ვგებულობთ, რომ გასული წლის მსგავსად, საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი ნარჩუნდება მიმდინარე წელს. სექტრორების მიხედვით, მარტის ეკონომიკური ზრდის ტემპში ის სექტორები მონაწილეობდნენ, რაც 2024 წელს იყო დომინანტი, თუმცა იყო რამდენიმე სექტორი, სადაც კლება დაფიქსირდა. მაგალითად, პირველ კვარტალს ერთიანად თუ შევხედავთ, კლება იყო დამამუშავებელ მრეწველობაში, ზოგ თვეში - მშენებლობაში და სამთომოპოვებით მრეწველობაში. ასეთი ტენდენცია შარშან, ანალოგიურ პერიოდშიც იყო",- განაცხადა ლაშა ქავთარაძემ "საქმიან დილაში".

მისი თქმით, Galt & Taggart წელს 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებს, შესაბამისად, პირველი კვარტალში 9.3%-იანი ზრდის შემდეგ, მომავალ კვარტლებში ზრდის ტემპი უნდა შემცირდეს. ეკონომისტის თქმით, თუ შედარებით მაღალი ზრდა შენარჩუნდება, ეს უკვე პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვას გამოიწვევს.

"ჩვენი პროგნოზია, რომ წელს 6.8%-ით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა. ეს ლოგიკურად იმას ნიშნავს, რომ მომდევნო კვარტლებში ზრდის ტემპის შენელება უნდა გვქონდეს, ეს შენელება უნდა წავიდეს პოტენციური ეკონომიკური ზრდისკენ, რომელიც, ჩვენი შეფასებით, 5.5-6%-ის ფარგლებშია",- ამბობს ლაშა ქავთარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები