მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სატარიფო პოლიტიკის გავლენა მინიმალურია" - რატომ დატოვა IMF-მა საქართველოს პროგნოზი უცვლელად?

ქავთარაძე

Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებას აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკას და შესაბამის კონტრზომებს უკავშირებს.

საქმე ისაა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.8%-მდე შეამცირა, მაშინ როდესაც მანამდე 3.3%-ს პროგნოზირებდა.

როგორც ლაშა ქავთარაძემ "საქმიან დილაში" განაცხადა, იმ ფონზე, რომ საქართველოს აშშ-ში ექსპორტი დიდი მოცულობის არაა, შეცვლილი სატარიფო პოლიტიკა ჩვენზე ნაკლებად აისახება და სწორედ ამან განაპირობა IMF-ის მიერ საქართველოსთვის 6%-იანი ზრდის პროგნოზის უცვლელად დატოვება.

"[პროგნოზის შენარჩუნება] იმას ნიშნავს, რომ სატარიფო პოლიტიკის პირდაპირი გავლენა არის მინიმალური იმიტომ რომ ჩვენი ექსპორტი აშშ-ში ძალიან მინიმალურია, დაახლოებით 140 მილიონი დოლარის ექსპორტი გვქონდა შარშან. ექსპორტიდან ყველაზე დიდი ნაწილი ფეროშენადნობებია, რომელზეც სატარიფო პოლიტიკა შესაძლოა არ გავრცელდეს, თუ გავრცელდება, საექსპორტო ბაზარი დივერსიფიცირებულია. მაგალითად, წელს აშშ-ში საერთოდ არ გასულა ფეროშენადნობები, მიემართა თურქეთსა და ევროკავშირის ქვეყნებში",- ამბობს ლაშა ქავთარაძე და დასძენს, რომ გლობალურ ეკონომიკურ ზრდაზე ზეგავლენის მიმართულებით მნიშვნელოვანია საბოლო სატარიფო განაკვეთები, რომელიც 90 დღიანი პაუზის გასვლის შემდეგ იქნება.

IMF-ის უახლესი პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 5% იქნება. რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით IMF-ს ასეთი მოლოდინები აქვს:

  • თურქეთი: +2.7%
  • აზერბაიჯანი: +3.5%
  • სომხეთი: +4.5%
  • რუსეთი: +1.5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები