ეკონომიკური ზრდის ტემპის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია. რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მისი ეკონომიკა მით უფრო ნელა იზრდება, ხოლო განუვითარებელი ქვეყნების შემთხვევაში, ხშირად, წლიური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა ნიშნულს აღწევს. როგორც წესი, ასეთი ქვეყნების უმეტესობა აფრიკის რეგიონშია კონცენტრირებული, რაც ამ კონტინენტის განვითარების დაბალი დონით აიხსნება.
ამჯერად, წარმოგიდგენთ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების რეიტინგს, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) უახლეს პროგნოზს ეყრდნობა.
1. ლიბია
პროგნოზირებული ზრდა: +17.3%
მშპ: $47.5 მლრდ
2. გაიანა
პროგნოზირებული ზრდა: +10.3%
მშპ: $25.8 მლრდ
3. სენეგალი
პროგნოზირებული ზრდა: +8.4%
მშპ: $34.7 მლრდ
4. საქართველო
პროგნოზირებული ზრდა: +7.2%
მშპ: $35.4 მლრდ
5. გვინეა
პროგნოზირებული ზრდა: +7.1%
მშპ: $30.1 მლრდ