მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლომდე მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება - გვენეტაძე

638482078cb21
მარიამ ვარადაშვილი
28.11.22 13:46
502
"თიბისი კაპიტალის” შეფასებით, ქვეყანაში ინფლაცია მცირდება და უფრო მეტიც, მიმდინარე წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, სავარაუდოდ, დეფლაცია დაფიქსირდება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე კი წლის ბოლოსთვის კვლავ მაღალ ინფლაციას პროგნოზირებს და აცხადებს, რომ ინფლაცია შემცირებას მომავალი წლიდან დაიწყებს. 

“ჩვენი პროგნოზები მნიშვნელოვნად არ შემცირებულა და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე და იანვარში საბაზო ფაქტორებიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება. წლიური ინფლაცია დაკლებას თებერვლიდან დაიწყებს. გამორიცხული არ არის გარკვეული “სიურპრიზები” იყოს, ეს ნიშნავს, რომ შესაძლებელია უფრო დაბალიც იყოს წლიური ინფლაცია. მოგეხსენებათ, ნავთობის ფასი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სამომხმარებლო ფასების ინდექსს და სხვა მომსახურების ფასებს, შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა. კურსიც საკმაოდ დიდი ხანია ამ ნიშნულზე ნარჩუნდება”, - აცხადებს გვენეტაძე.

"თიბისი კაპიტალის" განცხადებით, მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, გაანგარიშებული ინფლაცია დამატებით შემცირდა. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც მწარმოებელთა ფასების ინდექსი, ხშირად სამომხმარებლო ფასების ინდექსის წინმსწრები ინდიკატორია.

ამავდროულად, საერთაშორისო სასაქონლო ფასების ბოლოდროინდელი შემცირება და მომავალ წელს ეკონომიკის ზრდის ნორმალიზების საბაზო სცენარი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ მომდევნო 12 თვეში, ან უფრო ადრეც, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნესთან ახლოს ან უფრო დაბალი იქნება. უფრო მეტიც, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი პროგნოზირების ჩარჩოს მიხედვით, უკვე მიმდინარე ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით, როგორც ჩანს, დეფლაცია დაფიქსირდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები