რუსეთის ვიცე-პრემიერის მარატ ხუსნულინის განცხადებით, ქვეყნისთვის ახლა საკვანძო საკითხი ეკონომიკის გადარჩენაა. ამის შესახებ მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილემ მშენებლობისა და რეგიონული განვითარების საკითხებში რუსულ მედია - RBC-სთან ვრცელი ინტერვიუში განაცხადა. საუბრისას მან სამშენებლო დარგსა და რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყნის ყველაზე დიდი ინვესტორი სახელწმიფო ეკონომიკური პროცესების ტემპის შენარჩუნების მიზნით, კონკრეტულად სამშენებლო მიმართულებით 3 ტრლნ რუბლს მიმართავს.
„პანდემიამ კარგი გაკვეთილი მოგვცა, ანუ ამ მდგომარეობასთან მომზადებულები მივედით. ჩვენი საკვანძო მიზანი ახლა ეკონომიკის გადარჩენაა, ის უნდა გადავარჩინოთ. ეკონომიკა არ უნდა გაჩერდეს და არ უნდა შენელდეს. ჩემს ბლოკში მთავრობის სამუშაოს რამდენიმე მიმართულებით ვხედავ:
პირველი - მშენებლობისა და დაფინანსების კუთხით არსებული ყველა გეგმა უნდა შევასრულოთ. სახელმწიფო ქვეყანაში ყველაზე დიდი ინვესტორია ფედერალურ, რეგიონალურ და მუნიციპალურ დონეზე რემონტსა და მშენებლობაზე წლიურად 3 ტრლნ რუბლს ვდებთ. თუ 3 ტრლნ რუბლი ეკონომიკაში და მშენებლობაში შევა, ეს პირველი ანტიკრიზისული ზომა იქნება. ჩემი პირველი სამუშაო ბლოკის ამოცანაა, რომ დღეს ყველა ფული ეკონომიკაში უნდა ჩავიდეს, ეს კი რთული შესასრულებელია - სადღაც ლოგისტიკური ჯაჭვია გაწყვეტილი, სადღაც იმპორტდამოკიდებულების გამო პროექტის გადახედვა გვიწევს. თუ წელს გეგმას შევასრულებთ - ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება. წინა წლებში პანდემიის მიუხედავად გეგმას გადამეტებით ვასრულებდით, წელს კი ჩვენი ამოცანა დაფინანსების გეგმის შენარჩუნებაა;
მეორე სამუშაო ბლოკი: მთლიანად ბიზნესის დაფინანსებაა, განსაკუთრებით საცხოვრებელი ბიზნესის. დაახლოებით 1 მლნ ადამიანი ვალით დაწყებული მშენელობის მონაწილეა, რომლებმაც 3.4 ტრლნ რუბლი სახელმწიფოს მისცეს, ეს მშენებლობები უკვე ნახევრად აშენებულია, მათი 34% გაყიდულია და ისინი უნდა დასრულდეს, საკვანძო პრობლემა ახლა ბანკებია, რომლებიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და აღარ აფინანსებენ და თუ აფინანსებენ შეზღუდული მოცულობებით. უპირველესი ამოცანაა ბანკების დახმარების გზა ვიპოვნოთ. საბანკო სექტორის 70% კი სახელმწიფო ბანკებია, მათ უნდა დააფინანსონ ბიზნესი - ეს ნომერ პირველი საკითხია. თუ ახლა მშენებლობებს არ დავაფინანსებთ, შედეგები დომინოს ეფექტის იქნება - ჩამოიშლებიან დეველოპერები, სამშენებლო მასალების მწარმოებლები და ყველა მომიჯნავე დარგი, რაც მთავარია პროცესებში ჩართული მილიონობით ადამიანი დაზარალდება. ნომერ პირველი ან მეორე მიზანი დღეს არის ის რომ ბანკებმა ყველა დაგეგმილი მოცულობა უნდა დააფინანსონ და ამისთვის მათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს“, - განაცხადა მარატ ხუსნულინმა.
რუსეთს ვიცე-პრემიერის თქმით, ქვეყანაში რეგიონების დონეზე არც ერთი ინფრასტრუქტურული თუ სამშენებლო პროექტი არ გადადებულა და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ის მშენებლობის ცალკეული დარგებში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში ახლა ძვირადღირებული მშენებლობების მიმართულებაა.
„2021 წლის განმავლობაში მთელი რიგი ნორმატიული დოკუმენტები მივიღეთ, რომელიც მშენებლობას ამარტივებს, რადგან ეკონომიკაში, მათ შორის მშენებლობაში ფულის ჩადინების სიჩქარეა ამაზეა დამოკიდებული. ამ ცვლილებებს, სერიოზულ საკითხი ემატება - ეს იმპორტის ჩანაცვლებას შეეხება. საბედნიეროდ მშენებლობაში ამ საკითხს დიდი წილი არ უკავია. მშენებლობის სხვადასხვა სექტორში იმპორტდამოკიდებულება განსხვავებულია. მაგალითად საგზაო მშენებლობაში იმპორტდამოკიდებულება 5%-ია, ანუ პრაქტიკულად არ გვაქს. აქ ერთი რისკი არსებობს იპორტირებული ტექნიკისთვის ნაწილების შეძენა, მაგრამ ამ ნაწილებს მესამე ქვეყნის გავლით შევიძენთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ; რისკებს ასევე ვერ ვხედავ საცხოვრებელი ბინების მშენებლობაში, იქ იმპორტის წილი 8%-ია. რაღაცას შევცლით, მე ხომ ქვეყნის მასშტაბით ბევრ მშენებელს ვიცნობ, მათ ვესაუბრები და ვეკითხები - რა რისკი აქვთ და ამბობენ, რომ რისკებს ვერ ხედავენ. მცირე და საშუალო ბიზნესი ჰორიზონტალურ დონეზე ძალიან სწრაფად მუშაობს. ვისაც რაიმეს ყიდვის საჭიროება აქვს, მესამე ქვეყნებში უკვე ყიდულობს... არ შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადაპტირდა. მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ყველა მოქმედებს და რისკებს ვერ ხედავენ.
რისკებს მე უფრო ძვირადღირებულ მშენებლობაში ვხედავ. მაგალითად, მოსკოვში მშენებლობა უფრო ძვირია, უფრო მეტი იმპორტირებული მასალაა, რამდენადაც ხარისხი და ფასები მაღალია. თუნდაც ლიფტების შეძენის საკითხი რისკებთან არის დაკავშირებული. თუმცა ვიცი, რომ ყველა მსხვილი სამშენებლო მოწოდების ახალ გზებს უკვე ეძებს. პატარა კომერციულ საიდუმლოს გაგიმხელთ ან მთლიანი ლიფტების მოწოდებაზე მუშაობენ, ან სრულად იცვლიან კომპანიას, ან ლიფტის შემადგენელი ნაწილების მოწოდებაზე მუშაობენ იმ ქვეყნებში, საიდანაც რუსეთში მოწოდებაზე შეზღუდვები არ არსებობს. რისკები მაღალია რთულ სამშენებლო ობიექტების სექტორშიც, სამრეწველო ობიექტების ტექნოლოგიური დანადგარების ნაწილში, სადაც იმპორტის წილი მაღალი იყო. აქ გადაწყვეტის ოპერატიულ გზებს ჯერ ვერ ვხედავ, ჩვენ სწრაფად ვერ გადავეწყობით, განსაკუთრებით მსხვილ ქარხნებში. არ შემიძლია იმის თქმა, როგორ ვაპირებთ ამის გადაწყვეტას, რადგან ამის გამო შესაძლოა სანქციები დააწესონ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის ყველა მიმართულებით გვესმის, როგორ გამოვალთ იმპორტდამოკიდებულებიდან. გვესმის, როგორ გამოვალთ ლოგისტიკური ჯაჭვების გავლით. დიახ, ეს გზის დაგრძელება, გართულება და გაძვირებაა, თუმცა ეს კრიტიკული არ არის. ჩვენ ამას გადავიტანთ. და მშენებლობისთვის ისეთი გლობალური რისკები, რომელიც დარგს გააჩერებს არ არსებობს“, - ირწმუნება რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე მშენებლობისა და რეგიონული განვითარების დარგში.




























